ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის გახსნა

✅ დღეს, ლენტეხში თამარ მეფის ქ. N 24-ში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.
🔵 სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ცენტრის გახსნის ღონისძიებას მოადგილეებთან თემურ ჩანქსელიანთან, გიორგი მაქარაშვილთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
🔷 ლენტეხის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება. ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი ნინო ურთმელიძე და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.
🔵 ოფისის გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, საკრებულოს წარმომადგენლებთან და სოფლის რწმუნებულებთან.
🔷 შეხვერდაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა დამსწრეებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია რეგიონისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე.