გაღმა ლექსურის გზის დამცავი ბეტონის კედელი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამჟამად სოფელ გაღმა ლექსურაში გზის გამყოლი, ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. შესრულებულია დაგეგმილი სამუშაოების 50%.
დამცავი კედლის სამუშაოებს შპს ,,ავტოგზა ლენტეხი’’ ახორციელებს, რომლის ღირებულებაა 141 855 ლარი.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ დამცავი კედლის სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო.