წყალსადენების რეაბილიტაცია

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონალური ფონდიდან წყალსადენების და სათავე ნაგებობების რეაბილიტაციის პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება.
ამ დროისათვის ჟახუნდერის თემის სოფლებში: ჩუკულში, ლეღვანში და ჟახუნდერში დასრულდა წყალსადენის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სათავე ნაგებობები და წყლის სისტემის მაგისტრალი.
სამუშაოები რომლის ღირებულება 159 619, 10 ლარია, შპს ქუთაისწყალმშენის მიერაა შესრულებული.
წყალსადენის სისტემის მოწესრიგება მუნიციპალიტეტში ერ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.