ჭავჭავაძის ქუჩის სანიაღვრე არხი

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 250 მეტრიანი, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხი და ცხაურები.
✅ძლიერი წვიმების შედეგად მიმდებარე ტერიტორია იტბორებოდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მათი პრობლემა მოგვარდა.
✅პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები შპს ,,საგზაო 333’’ შეასრულა, ღირებულებით 49976ლარი.