ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
სოფ. ხოფურში მიმდინარეობს გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.
სამუშაო პროცესს ადგილზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ლიპარტელიანი გაეცნენ.
როგორც მოსახლეობამ აღნიშნა, გზის ეს მონაკვეთი წლების განმავლობაში ქმნიდა ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემას.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე სოფლის მოსახლეობას გაუადვილდება საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება და ასევე უპრობლემოდ შეძლებენ ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირებას.
ანალოგიური ტიპის სამუშაოები კიდევ მუნიციპალიტეტის 8 სოფლის მიმართულებით მიმდინარეობს (ყარიში, ლასკადურა, მელურა-გულიდა, სასაში, ლეკოსანდო, ნაცული და მელე).
სამუშაოები საქართველოს რეგიონებზე განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს, რომელსაც კონტრაქტორი ფირმა ,,გამა+’’ ასრულებს, ღირებულებით 196477,82 ლარი.
გზების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობისათვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის.