,,ICSU- დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება’’

?არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ICSU- დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება’’-ის წარმომადგენელმა გიგა გლუნჩაძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გამართა.
?შეხვედრას მერის მოადგილე რამაზ ქურასბედიანი, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მედიკო ხვისტანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით პირველი ესწრებოდნენ.
?შეხვედრაზე ისაუბრა, მათ მიერ არაერთ წარმატებულად განხორციელებულ პროექტებზე, მათ მნიშვნელობაზე, აგრეთვე წარმოადგინა ახალი პროექტი ,,ქართული კულტურის დღეები-2021 მესტია’’, სადაც საქართველოს ყველა რეგიონიდან იქნება შერჩეული აქტიური ახალგაზრდა. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებიდან აქტიური, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და ჩართვა აკადემიურ-პრაქტიკულ ღონისძიებებში.
?რამაზ ქურასბედიანმა მადლობა გადაუხადა ,,ICSU-დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების’’ წარმომადგენელს და სურვილი გამოთქვა მომავალი თანამშრომლობის და მხარდაჭერის.