,,დავასუფთავოთ ლენტეხი”

დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით და კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის მხარდაჭერით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, გაიმართა აქცია ,,დავასუფთავოთ ლენტეხი’’.

დასუფთავების აქციაში  მონაწილეობა მიიღო, მერმა, მერის მოადგილემ, მერიისა და  ა(ა)ი.პ-ების თანამშრომლებმა.

დასუფთავდა  დაბისა და ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრები, სკვერები, ბაღები, სკოლები, ბიბლიოთეკები და მიმდებარე ტერიტორიები.