ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

,,ICSU- დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება’’

🔷არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ICSU- დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება’’-ის წარმომადგენელმა გიგა გლუნჩაძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გამართა.
🔷შეხვედრას მერის მოადგილე რამაზ ქურასბედიანი, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მედიკო ხვისტანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით პირველი ესწრებოდნენ.
🔷შეხვედრაზე ისაუბრა, მათ მიერ არაერთ წარმატებულად განხორციელებულ პროექტებზე, მათ მნიშვნელობაზე, აგრეთვე წარმოადგინა ახალი პროექტი ,,ქართული კულტურის დღეები-2021 მესტია’’, სადაც საქართველოს ყველა რეგიონიდან იქნება შერჩეული აქტიური ახალგაზრდა. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებიდან აქტიური, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და ჩართვა აკადემიურ-პრაქტიკულ ღონისძიებებში.
🔷რამაზ ქურასბედიანმა მადლობა გადაუხადა ,,ICSU-დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების’’ წარმომადგენელს და სურვილი გამოთქვა მომავალი თანამშრომლობის და მხარდაჭერის.