
,,ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა გარემოსდაცვითი კუთხით რეფორმების განხორციელება და არსებული გამოწვევების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. ჯერ კიდევ წინა საუკუნეებიდან მოგვყვება მემკვიდრეობა სახიფათო ნარჩენების კუთხით და მათ შორის არის სოფელ ცანასა და სოფელ ურავში არსებული ადგილები. ჩვენ აქ გარკვეული ღონისძიებები გავატარეთ გასულ წლებში, თუმცა ბოლომდე ეს საკითხი არ არის მოწესრიგებული. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ამ ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოებს, პარალელურ რეჟიმში, მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და შესაბამისი პროექტი განხორციელდება, რაშიც აუცილებლად ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები. ვფიქრობ, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის ყველა სამუშაოები იქნება დასრულებული და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნება გადაჭრილი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.