ჯოკია და გელა გუგავების სახელობის ფოლკლორული ანსამბლ ,,ლაგუშდას’’ ახალგაზრდა ხელმძღვანელი- ზურიკო ლიპარტელიანი

ჯოკია და გელა გუგავების სახელობის ფოლკლორული ანსამბლ ,,ლაგუშდას’’ ახალგაზრდა ხელმძღვანელი- ზურიკო ლიპარტელიანი
????✨ლოტბარი-რეგენტი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი საქმე, უყვარს სიმღერა-გალობა, ტრადიუციული, ძველი და ახალი ხელოვნება, აქვს საკუთარი ხედვა სვანური ფოლკლორის განვითარების გზების შესახებ, ღირსეულად აგრძელებს მემკვიდრეობით მიღებულ უმდიდრეს ტრადიციებს და არაერთი თაობის აღმზრდელია.
????✨ზურაბ ლიპარტელიანი-დაიბადა ლენტეხში, დაამთავრა სოფელ საყულიის საჯარო სკოლა. 2009 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი, დირიჟორის სპეციალობით. 2010 წელს ჩააბარა თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სიღრმისეულად დაეუფლა სიმღერა-გალობასა და ქართულ-ხალხურ საკრავებს. 2014 წელს დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს, დაინიშნა ლენტეხის ფოლკლორის სკოლის დირექტორად და დღემდე ხელმძღვანელობს ჯოკია და გელა გუგავებისს სახელობის ფოლკლორულ ანსამბლ „ლაგუშედას“, რომელმაც მრავალი ჯილდო და აღიარება მოიპოვა და გახდა არაერთი კონკურსის ლაურეანტი.
????✨სვანური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, ზურაბ ლიპარტელიანი მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლებში- „მთის არწივი“, „ლაგუშედა“, „ადილა“, ლოტბარობდა ფოლკლორულ ანსამბლ „კვირიაში“ და პროფესიონალი ფოლკლორისტის დამსახურებით ბევრმა ლენტეხელმა ახალგაზრდამ ისწავლა სიმღერა-გალობა და დაეუფლა ქართულ ხალხურ საკრავებს.