
გაეროს განვითრების პროგრამამ (UNDP) საქართველოში ლენტეხის მუნიციპალიტეტს 7 პერსონალური კომპიუტერი, 5 პორტატული სკანერი და 2 მულტი ფუნქციური პრინტერი გადასცა. კომპიუტერული ტექნიკის შეძენა და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა UNDP-ის პროექტის – „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.