ეტლების გადაცემა

საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის’’ , რომელიც 28 წელზე მეტია არსებობს და აერთიანებს სახელოვან, ღვაწლმოსილ ქალბატონებს, მრავალ პროექტს ახორციელებს სამშვიდობო, განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში, მათ შორისაა შშმ პირთათვის დახმარების აღმოჩენა. ასოციაციის თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე და მათი წარმომადგენლები ლენტეხში იმყოფებოდნენ.
მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამსახურის ჩართულობითა და ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 20-მდე შშმ პირს უსასყიდლოდ გადაეცათ ეტლები (სტანდარტული და აქტიური).
ასევე, მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს გადაეცა სათამაშოები, ასაწყობი სახლები, წიგნები, გასაფერადებელი ალბომები, რომლებიც გადანაწილდება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე. ხოლო სოციალურად დაუცველ 15 ოჯახს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაურიგდა.
ლენტეხის მერიის ჯანმრთელობისა სოციალურია დახმარების სამსახური წლების განმავლობაში თანამშრომლობს ასოციაციასთან, რომლის საშუალებითაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხორციელდება არაერთი პროექტი, მათ შორის სამშვიდობო, განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში.