
ერთი თვის წინ, ძლიერი წვიმების შედეგად, ჩოლურის თემის ხუთ სოფელში სტიქიამ, მნიშვნელოვანად დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტები- შიდა სასოფლო და ცენტრალური გზები, ხიდები, ელექტრო გადამცემი ბოძები. სტიქიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, რამოდენიმე სოფელი დროებით მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს.