ბეტონის საყრდენი კედელი

✅რცხმელურის თემის სოფლებში ყვედრეშსა და რცხმელურში ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
✅პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ლოკაციებზე, საავტომობილო გზის გასწვრივ ბეტონის საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები და გაბიონი ეწყობა.
✅სამუშაოები რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს ,,პირამიდა’’ ახორციელებს, 229 988 ლარის ღირებულებისაა.
✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მოსახლეობის თხოვნით დაიწყო.