ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით პირველთან ერთად, მუნიციპალიტეტში შემავალი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავარი მიზანი შიდასაორგანიზაციო საკითხების შეფასება, მიმდინარე გამოწვევების განხილვა და მომავალი წლის პრიორიტეტული აქტივობების დაგეგმვა იყო.
ყურადღება გამახვილდა უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობასა და სერვისების ეფექტიანობის გაზრდაზე, ასევე განიხილეს ორგანიზაციების საჭიროებები და სამომავლო გეგმები, რომლებიც მომავალი წლის ბიუჯეტსა და პროგრამებში აისახება.
შეხვედრის დასასრულს ხელმძღვანელებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ უწყებებთან მუდმივი დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება, რაც არსებული საჭიროებების გამოვლენასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.



