დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე მევლუდ ლიპარტელიანი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს მერიის საფინანსო სამსახურის შესყიდვების განყოფილების ანგარიში, მიმდინარე წლის 9 თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ.
ასევე, მერის მოადგილემ, ლევან ლიპარტელიანმა, კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის მზადების შესახებ.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი განიხილება საკრებულოს მორიგ სხდომაზე.




