დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის, მევლუდ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა, ბაჩუკი გაზდელიანმა კომისიის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია დაბა ლენტეხში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე (იუსტიციის სახლის მიმდებარედ) არსებული სავაჭრო ჯიხურების ჩანაცვლებისა და მათ ადგილზე თანამედროვე ტიპის შენობების მშენებლობის თაობაზე.


