ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ლევანი ჯმუხაძე, ალუდა თუთისანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მოადგილეებთან მარადი ლიპარტელიანთან და ლევანი ლიპარტელიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან, ასევე რეგიონის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეები დააჯილდოვეს. მათ სპეციალური სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას. საღამო გალა კონცერტით დასრულდა და მაყურებლის წინაშე ჯგუფი „სადარი“ წარსდგა.
ღონისძიება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.





