ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცნობილი ქართველი შემსრულებლების კონცერტს დაესწრნენ, რომელიც, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, თენგიზ გაზდელიანის სახელობის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.
მაყურებლის წინაშე წარდგნენ გიორგი შალვაშვილი, ენრიკო ჯანელიძე და ჯგუფები – „დრონი“, „ალეგრო“, „ბანი“ და „გუფი ლენდი“.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.


