ჩიხარეშის თემში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ლაშხეთობა“ გაიმართა, რომელსაც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი ესწრებოდნენ.
დღესასწაული სოფელ ჩიხარეშის მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვით დაიწყო. დღის განმავლობაში გაიმართა სპორტული ღონისძიებები — დოღი და ფრენბურთის ტურნირი, ასევე კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
დოღში გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
დღესასწაულის ფარგლებში „საპატიო ლენტეხელის“ წოდება მიენიჭათ აგვისტოს ომის გმირის დედას, რუსიკო გელოვანს, დამსახურებულ ექიმს, გოგი ონიანს და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ძიუდოში დაზმირ ონიანს. ღვაწლმოსილ პედაგოგებს კი მადლობის სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, მოადგილე ლევანი ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხუტა მუკბანიანი, მოადგილე ირაკლი ქურასბედიანი და მარეხი ონიანი, ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები.
„ლაშხეთობა“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლაშხეთის თემის მოსახლეობის მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით გაიმართა.


