ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, მოადგილე ირაკლი ქურასბედიანი და თემის მაჟორიტარი დეპუტატი მარეხი ონიანი ჟახუნდერის თემის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დეტალურად განიხილეს გასულ წლებში დასრულებული, ამჟამად მიმდინარე და 2026 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები.
მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც აქტიურად გაგრძელდება.


