ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროს, ალეკო ონიანის ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ანსამბლმა “ლილემ”, ალეკო ონიანის ხსოვნის საპატივცემულოდ, მისსავე სახელზე დაწერილი სიმღერა შეასრულა.
დღესვე, გაიმართა გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფრენბურთში, რომელშიც ადგილობრივი გუნდები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრებაში პირველი ადგილი ჩიხარეშის გუნდმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე სოფელ ლემზაგორის გუნდი გავიდა.



