ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები – ლევან ლიპარტელიანი, მარადი ლიპარტელიანი, ასევე მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, მათ შორის ტურისტული ლოკაციების მოწესრიგებაზე.
ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, განისაზღვრა პრიორიტეტები და დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები მათი დროული და ეფექტიანი გადაწყვეტის მიზნით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოებს, ასევე ლენტეხობისა და ლაშხეთობის ტრადიციული სახალხო დღესასწაულებისთვის მზადების პროცესს, რათა ღონისძიებები მაღალ დონეზე გაიმართოს.
მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ თითოეული მიმართულებით სამუშაოები უნდა შესრულდეს ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში.


