ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ხუტა მუკბანიანი, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროს მედიკო ხვისტანთან ერთად, ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
პროექტ „გმირის დღის“ ფარგლებში, ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მუზეუმის დირექტორმა ინგა ონიანმა ლექცია – „ამირანი სვანურ მითოლოგიაში“ წაიკითხა.
პროექტი „გმირის დღე“, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ინიციატივით იმართება.
ღონისძიებას, ლენტეხის მცხოვრებლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ



