რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი გაზდელიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა და არსებულ ვითარებას გაეცნო.
ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებული ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ინტენსიურად იწმინდება ცენტრალური საავტომობილო გზა და მიმდებარე ტერიტორია.
ამ დროისთვის ყველა სოფელთან მისასვლელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია. ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებისთვის სოფელ საყდართან მოწყობილია დროებითი შემოვლითი გზა.
დღეს, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმუშავებენ, რომლებიც ტერიტორიას შეისწავლიან და არსებულ მდგომარეობას შეაფასებენ. პარალელურად გაგრძელდება სოფელ საყდართან დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები.


