ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ლენტეხის ერთიანი ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციისა და ლენტეხის მერიის მხარდაჭერით, სკრინინგის აქცია გაიმართა.
სკრინინგის მიმდინარეობას, საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი გაზდელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან ერთად გაეცნო.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ სხვადასხვა სახის გამოკვლევა.
სკრინინგის აქცია მომავალშიც გაგრძელდება, რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, უფასოდ ისარგებლონ პრევენციული სამედიცინო გამოკვლევით და დროულად მიიღონ შესაბამისი რეკომენდაციები.

