ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, მოადგილე, ირაკლი ქურასბედიანი და მერის მოადგილე, ლევან ლიპარტელიანი, სოფელ ხოფურისა და ნანარის მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან მოისმინეს სოფლებში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და ერთად განსაზღვრეს სამომავლო პრიორიტეტები.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს გასულ წლებში უკვე განხორციელებული, ამჟამად მიმდინარე და 2026 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
საუბარი შეეხო ჯანდაცვის და სოციალური პროგრამის ფარგლებში მერიაში მოქმედ სერვისებსაც, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებს.
მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში მსგავსი შეხვედრები ეტაპობრივად გაგრძელდება, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით სამომავლო საქმიანობის განსაზღვრას და პრობლემების ერთობლივად მოგვარებას.



