ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ემზარ ონიანის ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირის საფლავი სოფელ სასაშში გვირგვინით შეამკეს.
ემზარ ონიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა და განსაკუთრებული გმირობა ქალაქ გაგრის დაცვის დროს გამოიჩინა.
მებრძოლი 1992 წლის 28 ნოემბერს, სოფელ კოჩარის განთავისუფლების ოპერაციის დროს, გმირულად დაიღუპა.
მერთან ერთად, გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც.
ემზარ ონიანს 63 წელი შეუსრულდებოდა.



