ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე ლევან ლიპარტელიანთან ერთად, დილიდან იმყოფებოდა ლენტეხის თემის სოფლებში, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მდგონარეობას გაეცნო.
უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები გამოიწვია, დაზიანდა შიდა გზები, საფეხმავლო მონაკვეთები და სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთები. ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობით, აქტიურად ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება სტიქიის შედეგების დროულად აღმოსაფხვრელად.


