ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.
აღნიშნული საქველმოქმედო აქცია საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების მიერ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და თანამშრომლობით განხორციელდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო და ადგილობრივ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან სხვადასხვა სოციალური პროექტების განსახორციელებლად.




