ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ თამარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ ხელედის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა აღავლინა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მოადგილე ლევან ლიპარტელიანი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი დაესწრნენ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ თამარობას- წმინდა კეთილმსახური მეფის ხსენების დღეს!

