მინი ფეხბურთის პროფესიონალური ჩემპიონატის სუპერ-ლიგის მორიგ ტურში ლენტეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა გუნდმა „ლენტეხი-სკალდმა“ „აჭარა-გრუპი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
აღნიშნული ჩემპიონატი საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება და მასში ქვეყნის ათი საუკეთესო გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ფედერაციამ რეიტინგის მიხედვით შეარჩია.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ახალგაზრდებს წარმატებას და მომავალ მატჩებში კიდევ მეტ გამარჯვებას უსურვებს!



