9 მაისი-ფაშიზმზე გამარჯვების დღეა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები, რომლებმაც თემატური ლექსებით პატივი მიაგეს ომის გმირებს.

