ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა კულტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად Xl-Xll საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი — ცხეთაშის თამარ მეფისეული კოშკ-კომპლექსი დაათვალიერა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ კოშკის მემატიანეს, თალიკო ჩოფლიანს, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი ძალებით უვლის ისტორიულ ძეგლს.
“ქალბატონმა თალიკომ კოშკის ნაშალი ქვით საკუთარი ხელით აღადგინა მაჩუბის კედელი, რაც მისი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და წინაპართა მემკვიდრეობისადმი სიყვარულის ნათელი მაგალითია”-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
მუნიციპალიტეტის მერმა ქალბატონ თალიკოს 90 წლის იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ თავდადებისა და ზრუნვისთვის, რომელსაც იგი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისადმი იჩენს.

