სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქურასბედიანი დაბა ლენტეხის თემის მოსახლეობას ( ლექსურა, ყარიში, ბაბილი, გულიდა, აშარი, კახურა, ლასკადურა, მელურა) შეხვდნენ და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მოსახლეობის აქტიური ჩართულობით შეირჩა ის ინიციატივები და პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მათ საჭიროებებს ყველაზე მეტად არის მორგებული და გააუმჯობესებს სოფლის ინფრასტრუქტურას.
შემდეგი შეხვედრები 21 აპრილს სოფლებში: რცხმელურში, ნაღომარში, ყვედრეშში, გვიმბრალაში და ლაღარვაშში გაიმართება.





