ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ელდარ ლიპარტელიანი უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის ფარგლებში, კომისიის წევრებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს.
კომისიის გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად საკრებულოს მორიგ სხდომას წარედგინება.



