
უდიდესი მსხვერპლი გაიღო ჩვენმა ქვეყანამ, მეორე მსოფლიო ომში წასული 700000 ადამიანიდან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. ერთმანეთს ორი ბოროტება ებრძოდა, საქართველოსთვის ამ ბრძოლაში გაღებული მსხვერპლი პროცენტულად ძალზე დიდია. იმ, უკვე თითებზე ჩამოსათვლელი ვეტერანებისათვის, ვინც ცოცხალმა მოაღწია დღემდე, 9 მაისი უწინდებურად დღესასწაულია.

,,ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ ყველას ხსოვნის წინაშე, ვინც თავი გაწირა ამ დღის მისაღწევად. პატივისცემით მინდა მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ მათ.”-ამ სიტყვებით გამოხატა პატივისცემა და გამარჯვების დღე მიულოცა ვეტერანებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა.