მერის სამუშაო თათბირი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები, მერიის სამსახურებისა და განყოფილების უფროსები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
⭕️ მუნიციპალიტეტის მერმა ისაუბრა ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, სოფლებში გასატარებელ ღონისძიებებზე, მიიღო ინფორმაცია სტრუქტურულ ერთეულებში და თემებში დასაქმებული თანამშრომლებისგან არსებული მდგომარეობასთან დაკავშირებით.
⭕️გამოითქვა შენიშვნები სხვადასხვა მიმართულებით და ერთობლივად იმსჯელეს პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებზე.
⭕️შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საჭიროებებიდან გამომდინარე ხორციელდება.