ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

9 აპრილი

🌹ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა, მერიისა და საკრებულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
🙏დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
🌹მემორიალი ასევე ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს სარაიონო ბიბლიოთეკისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლებმა. სამხატვრო სკოლის პედაგოგებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თემატური გამოფენა მოაწყვეს.
🌹ღონისძიების დასასრულს ლენტეხის ქალთა მგალობელთა გუნდმა შეასრულა საგალობელი.
🙏„9 აპრილი საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. ეს არის ტრაგიკული და ამავე დროს გამარჯვების დღე. ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ იმ უდანაშაულო მსხვერპლს, რომელიც ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაიღო. ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და 1991 წელს სწორედ 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.”-აღნიშნა გია ონიანმა