გზის გაწმენდითი სამუშაოები

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჩოლურისა და ჟახუნდრის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სამ სოფელში დილიდან მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები.
✅უხვი ნალექის შედეგად სოფელ ლუჯიში საავტომობილო გზაზე მიწის მასა და ხე მასალა ჩამოიშალა.
✅ასევე, სოფლებში მამსა და საყდრაში ადიდებულმა ღელემ დროებით შეაფერხა საავტომობილო გზაზე მოძრაობა.
✅ამჟამად ყველა მიმართულებით გზა გაწმენდილია.
✅გზების გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი.