ნახელენტეხი
ლენტეხი მდიდარია სასარგებლო თვისებების მქონე მინერალური და თერმული მჟავე წყლებით.
ლენტეხის მინერალური წყლები მდებარეობს დაბა ლენტეხში, 2022 წელს დასრულდა ადგილის ინფრასტრუქტურულად მოწყობის სამუშაოები რამაც შესაძლებელი გახადა რეგიონში მიგვეღო ინფრასტრუქტურულად გამართული კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი.
ადგილზე შესაძლებელია, როგორც მინერალური წყლების დაგემოვნება ასევე სვანური კოშკის დათვალიერებაც, მომავალში დაგეგმილია ადგილზე ძველი სვანური საცხოვრისის (მაჩუბი)-ს მოწყობაც რაც თავისთავად გაზრდის ადგილის ტურისტულ პოტენციალს.