ლენტეხში ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატი ბრძანდება.

✨⛪️ლენტეხში ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატი ბრძანდება.
✨⚜️პატრიარქის საიუბილეო წლებთან (აღსაყდრებიდან 45-ე და დაბადებიდან 90-ე წლისთავი) დაკავშირებით ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობს.
⚜️25-26 ივლისს ხატი ლენტეხის მუნიციპალიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. ხოლო, 27 ივლისს გადააბრძანებენ მესტიის მუნიციპალიტეტში.
⚜️შეგახსენებთ, 2026 წელს ჩვენი ერი იზეიმებს გაქრისტიანების 1700 წლისთავს. ამასთან დაკავშირებით ყველა მუნიციპალიტეტში აღიმართება ქვა-ჯვარი. ასევე, ტარდება ფილმის „მახარობლის“ ჩვენება.
⚜️25 ივლისს, N 2 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,უძველესი ტომების’’ შესახებ, რომელიც ისტორიის პროფესორმა ვალერი ვასაკიძემ წაიკითხა.
დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატის დაბრძანებასთან დაკავშირებით დილა-საღამოს წირვა-ლოცვები ტარდება.
⚜️დღეს, ლენტეხის ქუჩებში ჩატარდა ლიტანიობა. ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე, იკურთხა ის ადგილი, სადაც ქვა-ჯვარი აღიმართება.
⚜️ხატს მოგზაურობისას თან ახლავს დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე, სტეფანე დილებაშვილი და ლუკა ღუდუშაური.
⚜️ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ტაძრიდან გადმოაბრძანეს.