საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება არმირებული ბეტონის საფარით გზების მოწყობის სამუშაოები.
სოფელ ლესემაში მიმდინარეობს 1100 მეტრზე გზის ბეტონის საფარით მოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს გზების მოხრეშვის სამუშაოები. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,ა.მ.ჯ.-ჯგუფი’’, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულებაა 251, 600ლარი.
ასევე, სოფელ ზედა ლესემაში მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობებისა და მაგისტრალების მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებს შ.პ.ს ,,ვიქტორია+’’ ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები, მონიტორინგის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გულბანმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ლიპარტელიანმა მოინახულეს .