ტრენინგი ენერგო ეფექტურობაზე

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის იუსტიციის სახლში ,,სოლიდარობის ფონდმა PL საქართველოში’’, საქართველოს ენერგო ეფექტურობის ცენტრთან პარტნიორობით, ენერგო ეფექტურობის პროექტის ფარგლებში, ტრენინგი ჩაატარა.
✅ტრენინგის მიზანი იყო, განახლებადი ენერგოტექნოლოგიების გამოყენებით ენერგომოხმარების და შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შემცირების შესაძლებლობის გაცნობა. ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა დაათვალიერეს ხოფურის, გვიმბრალისა და რცხმელურის საბავშვო ბაღები.
✅ტრენინგს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, ა(ა). ი.პ. ბაგა-ბაღბის გაერთიანების დირექტორი ცირა ლიპარტელიანი, ბაღების ხელმძღვანელი პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.