საჩუქარი მერს

დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებს მერიაში უმასპინძლა და მუნიციპალიტეტის განვითარების სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
მერმა ახალგაზრდებს შესთავაზა ყველა ერთად ჩართულიყვნენ დაბის ქუჩების, სკვერებისა და ფასადების წინასაახალწლო განათებებისა და მორთვის პროცესში.
მოსწავლეები სიამოვნებით დათანხმდნენ მათი წვლილი შეეტანათ წინასაახალწლო სამზადისში, განათებულიყო და გალამაზებულიყო მათი რაიონი.
სკოლის მოსწავლეებმა მერს გია ონიანს და მერის მოადგილეებს სიმბოლურად საკუთარი ხელნაკეთი ნივთები აჩუქეს.
,,დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ბავშვებს დღევანდელი დღისთვის, იმ სიყვარულისა და ყურადღებისთვის რაც ჩვენს მიმართ გამოხატეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის გვერდში დგომა და ჩართულობა ლენტეხის გალამაზებისა და განვითარების პროცესში. მზად ვარ მოვუსმინო თითოეულ მათგანს, მათ იდეებს და საჭიროებისამებრ განვახორციელო მათი და ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთლდღეოდ“.