8 მარტი-ქალთა საერთაშორისო დღე

????8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
????ამ დღესთან დაკავშირებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მარადი ლიპარტელიანმა, განათლებისა და კულტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად არაერთი თაობის აღმზრდელი ღვაწლმოსილი პედაგოგები მოინახულეს, 8 მარტი მიულოცეს, ყვავილების თაიგულები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
????მადლობა გადაუხადეს მათ მრავალწლიანი, მაღალპროფესიონალური თავდადებული მუშაობისთვის.
????ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა ქალბატონს ქალთა დღეს და უსურვებს ბედნიერ დღეთა სიმრავლეს!