8 აგვისტო
2008 წლის 11 აგვისტო-შინდისის ბრძოლა, თარიღი რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია აგვისტოს ომის გმირობის ისტორიიდან.
დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად, ეროვნული გმირის ალეკო ონიანის საფლავი მის მშობლიურ სოფელ ჟახუნდერში ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ვაჟკაცის ხსოვნას პატივი მიაგო.
დღეს, ასევე გაიმართა ალეკო ონიანის სახელობის ტრადიციული ტურნირი ფრენბურთში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
,,შინდისის ბრძოლა არის მართლაც ჩვენს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი თავგანწირვის და გმირობის ოსტორია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი დიდების და სულების წინაშე”-გია ონიანი.