შეხვედრა ანსამბლებთან

დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის მოადგილეები მარადი ლიპარტელიანი და ბერდია ჩანქსელიანი მუნიციპალიტეტში არსებულ ფოკლორულ ანსამბლებს შეხვდნენ.
განიხილეს ამ სფეროში არსებული გამოწვევები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე.
შეხვედრაზე მერმა გააჟღერა ახალი ინიციატივა- მუნიციპალიტეტში შეიქმნას გაერთიანებული ანსამბლი, არსებული ანსამბლების ბაზაზე, რომელიც კონკრეტულ ფესტივალებზე, კონკურსებზე და დიდ ღონისძიებებზე წარსდგებიან მაყურებლის წინაშე და ერთობლივი ძალისხმევით პოპულარიზაციას გაუწევენ ტრადიციულ სვანურ სიმღერებს.
გია ონიანმა კულტურის სფეროში დასაქმებულებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.