ლენტეხის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. იწმინდება ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სასოფლო და საუბნო გზები: ჩოლური-ლაშხეთის, ლესემა-ხელედის, ლასკადურა-გულიდის და ხოფური-ნანარის მიმართულებით.
სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის დახმარებით მობილიზებულია სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკა და დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხების აღმოფხვრა ინტენსიურად მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესში დილიდან აქტიურად არიან ჩართული საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მარადი ლიპარტელიანი და ბერდია ჩანქსელიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით ეტაპობრივად გრძელდება და ამ დროისთვის შექმნილი გადაადგილების შეზღუდვა, სავარაუდოდ ხვალ დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.
ელექტროენერგია მუნიციპალიტეტში ყველა თემს მიეწოდება.