ვაქცინაცია ხელედში

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელედის თემში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
✅ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ლენტეხის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ხელედის თემში იმყოფებოდნენ და მსურველები ვაქცინის პირველი და მეორე, ასევე ბუსტერ დოზით აცრეს.
✅აცრები ლენტეხის მუნიციპალიტეტში სინოფარმით და სინოვაკით მიმდინარეობს.
✅იმუნიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია პანდემიის დასამარცხებლად.
✅საქართველოს მთვარობის მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა თებერვლის ბოლომდე გრძელდება. წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ.
ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.
✅ვაქცინაციის პროცესს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი ადგილზე ესწრებოდა.